აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლით დამუშავება იწყება. 5 ივნისს, 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება შემდეგი რეგიონების სოფლები:
გურიის რეგიონი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო აკეთი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლება; იმერეთის რეგიონი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი როდინაული; სამეგრელოს რეგიონი – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: კეთილარი და სუჯუნა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე;
სოფლების ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. თერმული ნისლით ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმება და საჭიროების შემთხვევაში, იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.
ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.