აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის შეძენა იგეგმება
2018 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს.
ამ მიზნით სახელმწიფო 20 მლნ. ლარს დახარჯავს.
შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისთვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც იწვევს საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს.
შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის შეხვედრა 27 დეკემბერს 18:00 საათზე, შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.