აზერბაიჯანის პროკურატურა - 27 სექტემბრიდან დღემდე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, 27 სექტემბრიდან დღემდე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პროკურატურამ გარდაცვლილთა ვინაობა გაასაჯაროვა.
მათივე ცნობით, სომხეთის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაშავდა 55 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა 163 სახლი და 63 სამოქალაქო ობიექტი.
აზერბაიჯანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის მიუხედავად, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.