აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა პარლამენტის დათხოვნის ინიციატივას მხარი დაუჭირა
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ პრეზიდენტისადმი მიმართვას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
შესაბამის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა, ერთს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
პარლამენტის დათხოვნის ინიციატივა მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ [„ენი აზერბაიჯანი“] დეპუტატებს ეკუთვნით.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის მიზეზად მმართველ პარტიაში ასახელებენ იმას, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა სახლმწიფო ლიდერის მიერ განსაზღვრული რეფორმების კურსს არ შეესაბამება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისგან დისტანცირებულია.