ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

15:56, 28.06.2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.

მსგავსი