აზერბაიჯანის ცესკო – ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს

10:11, 02.09.2024

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს. ამის შესახებ აზებაიჯანის ცესკო-ს თავმჯდომარემ, მაზახირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამჟამინდელ პარლამენტში მმართველი პარტია 69 მანდატს ფლობს.

აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.

ცესკო-ს მონაცემებით, 19:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27 პროცენტი შეადგინა.

ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორია.

აზერბაიჯანის პარლამენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

მსგავსი