აზერბაიჯანის ცესკო - ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 ადგილს მოიპოვებს. ამის შესახებ აზებაიჯანის ცესკო-ს თავმჯდომარემ, მაზახირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამჟამინდელ პარლამენტში მმართველი პარტია 69 მანდატს ფლობს.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.
ცესკო-ს მონაცემებით, 19:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27 პროცენტი შეადგინა.
ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორია.
აზერბაიჯანის პარლამენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.