ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემსრულებელს ბრალს 50 ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენებენ
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემსრულებელს ბრალს 50 ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენებენ

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის ორგანიზატორსა და შემსრულებელს ბრალს 50 ადამიანის მკვლელობისთვის და 39 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ. ბრენტონ ტარანტი კრაისტჩერჩის საქალაქო სასამართლოს წინაშე 5 აპრილს წარდგება.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ არაა გამორიცხული, უახლოეს დღეებში ტარნატს ბრალის კიდევ დაუმძიმდეს. როგორც ახალი ზელანდიის მედია იუწყება, თავად ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ მივა, ის პროცესს დისტანციურად, ვიდეოჩართვის საშუალებით დაესწრება.

28 წლის ბრენტონ ტარანტმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე ორ მეჩეთზე მოაწყო თავდასხმა და 50 ადამიანი მოკლა.