ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თბილისი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.