აწყურთან ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა [ფოტო]

20:36, 10.11.2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თბილისი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი