ავტობანის მშენებელი კომპანიის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
ავტობანის მშენებელი კომპანიის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

ავტობანის მშენებელი კომპანია „აკორდის“ თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის აღებას მოითხოვენ.

ავტობანის ერთ-ერთ ობიექტზე დასაქმებულების თქმით, სამი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ, ამიტომ მუშაობაზე უარს ამბობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

კომპანია „აკორდის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ხელფასის გაცემაზე კომპანიას პრობლემა არასდროს ჰქონია და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები ხელშეკრულებებს წარმოადგენენ, კუთვნილ ხელფასს მიიღებენ.