ავტობანის გორის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა

17:39, 14.09.2019

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს მოეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის გამო თბილისის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დროებით შეჩერდა. ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ კი, მოძრაობა განახლდა.

შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი