სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი სავარაუდოდ, 2020 წელს გაიხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი სავარაუდოდ, 2020 წელს გაიხსნება

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთი სავარაუდოდ, 2020 წელს გაიხსნება. საუბარია ლანჩხუთამდე მისასვლელ გზაზე – მეორე სამშენებლო ლოტზე, რომლის სიგრძე 18 კილომეტრია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა, მონაკვეთზე არსებული გეოლოგიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია.

„წლის ბოლოსთვის დასრულდება 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა სამფენიანი საფარით. მთლიანად 18-კილომეტრი უკვე დასრულდება 2020 წლის გაზაფხულზე – ეს არის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელიც შესრულებადია. ჯდენების პრობლემა ამ ეტაპზე დარეგულირებულია და სწორედ ამან მისცა კონტრაქტორს შესაძლებლობა, მოეწყო 14-კილომეტრიანი მონაკვეთი. 2020 წელს 14-კილომეტრიანი მონაკვეთით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ყველაზე ინტენსიურად დასახლებულ მონაკვეთს და ორ სარკინიგზო გადასასვლელს ავუვლით გვერდს“, – აღნიშნა ქარსელაძემ.