ავთანდილ ენუქიძე - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, თორემ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ვარ, წყნარად იყვნენ
ყველამ თავის საქმეს მიხედოს, თავი დამანებოს, თორემ ძალიან დიდი ინფორმაცის მატარებელი ვარ საქართველოში და წყნარად იყოს ყველა, – ამის შესახებ საპარლამენო ოპოზიციის წარმომადგენელმა ავთანდილ ენუქიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში ჩაეწერა, მაშინაც მიაჩნდა, რომ პარლამენტის წევრი უნდა ყოფილიყო.
„პატრიოტთა ალიანსმა“ აჩვენა ის, რომ არავინ არ დათრგუნა და სხვა პარტიებში ყველა ერთად რომ ჩახსნეს სიები და ყველა ერთად, ასე ვთქვათ, უკან მოისროლეს, ეს არ მომხდარა. მე როდესაც სიაში ჩავეწერე, მაშინაც ვთვლიდი, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი და ახლაც გავაგრძელე, ეს მე არ დამიმალია და არც არავის დაუშლია ჩვენთან ეს… ყველამ თავის საქმეს მიხედოს, თავი დამანებოს, თორემ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ვარ საქართველოში და წყნარად იყოს ყველა“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი არ თქვა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო.