ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
2018 წელს კარინ კნაისლის ქორწილში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
„როსნეფტის“ აქციონერებმა ვირტუალურ შეხვედრაზე დაამტკიცეს 2020 წლის დივიდენდები და 11-წევრიანი დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა. წევრებს შორის არიან „ბიპის“ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ დადლი, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, კომპანია Nord Stream 2 AG-ის აღამსრულებელი დირექტორი მატიას ვარნიგი. საბჭო დატოვა ეკონომისტმა, ოლეგ ვიუგინმა.
რუსეთის მთავრობამ ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრად მიმდინარე წლის მარტში წარადგინა.
კნაისლი ავსტრიის საგარეო უწყებას 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა.