აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, სანქციები დაწესდება „როსნეფტ ტრეიდინგისა“ და მისი პრეზიდენტის, დიდიე კასიმოროს წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეზღუდვების დაწესების მიზეზად „როსნეფტ ტრეიდინგის“ მიერ ვენესუელის ნავთობის გაყიდვაში შუამავლობა დაასახელეს.

„სანქციები დაწესდება რუსული საბროკერო კომპანია „როსნეფტ ტრეიდინგისა“ და მისი დირექტორის წინააღმდეგ, რადგან ის იყო შუამავალი ვენესუელის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვაში“,- განაცხადეს თეთრ სახლში.