ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა გერმანიასთან, ლიხტენშტეინთან, შვეიცარიასთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ჩეხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთთან სახმელთო საზღვრებს ხსნის.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამ ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო არ იქნება.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი აცხადებს, რომ ავსტრია ჩამოთვლილ ქვეყნებთან კორონავირუსამდე არსებულ მიმოსვლის წესებს უბრუნდება.
„სამწუხაროდ, იტალიაში პანდემიის ციფრები სახმელეთო საზღვრების გახსნის საშუალებას ჯერ არ იძლევა, ხაზს ვუსვამ, რომ მხოლოდ ჯერ“, – აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.