ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საკითხს განიხილავს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საკითხს განიხილავს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგი აცხადებს, რომ თავისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას განიხილავს, რათა დააჩქაროს მშვიდობისკენ მოძრაობა რეგიონში.

ამასთან, როგორც პენი ვონგი აცხადებს, პალესტინის სახელმწიფოს მართვაში „ჰამასმა“ არანაირი როლი არ უნდა ითამაშოს.

ავსტრალიაში ოპოზიციამ და ავსტრალიის სიონისტურმა ფედერაციამ განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ნაადრევი იქნება. მანამდე ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება შეიძლება მხლოდ და მხოლოდ იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ისრაელის თანხმობას ითვალისწინებს.

თავის გამოსვლაში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნის გამოსავალი, რომლის ფარგლებში ისრაელელები და პალესტინელები გვერდიგვერდ იცხოვრებენ ორ სახელმწიფოში, ერთადერთი გზაა, რომელიც ძალადობის სპირალის დასრულების იმედს იძლევა.

„ამ მიდგომის რეალიზაციის უუნარობა ყველა მხარის მიერ, რაც ათწლეულებია, გრძელდება და ასევე ნეთანიაჰუს მთავრობის უარმა, იმუშაოს პალესტინის სახელმწიფოს საკითხზე, გამოიწვია ფართო იმედგაცრუება. ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოება ახლა განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხს, როგორც საშუალებას, გააჩინოს იმპულსი ორი სახელმწიფოს შექმნის პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.