ავსტრალიაში, ერთ-ერთ ბართან ავტომობილი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, არის მსხვერპლი
ავსტრალიაში, ერთ-ერთ ბართან ავტომობილი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, არის მსხვერპლი

ავსტრალიაში, ერთ-ერთ ბართან ავტომობილი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, არის მსხვერპლი. „როიტერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც.

ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი.

მძღოლი, 66 წლის მამაკაცი, დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.