ავსტრალიის პოლიციამ „ყინულის“ სახელით ცნობილი 400 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება კრისტალური მეტამფეტამინი ამოიღო.
ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 15 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საჰაერო ტვირთის სახით ჩაიტანეს, „სრირაჩას“ ცხარე საწებლის 768 ბოთლში იყო განთავსებული.
ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება 210 მილიონი აშშ დოლარია.
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს.