ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქე ნ.ზ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (19 აბი) და ფსიქოტროპული (50 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩნდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.