81 წლის პენსიონერს კოლუმბიის აეროპორტში 17 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს
81 წლის პენსიონერს კოლუმბიის აეროპორტში 17 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს

კოლუმბიის აეროპორტში 81 წლის პენსიონერი დააკავეს, რომელსაც 17 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.

სამართალდამცველების ცნობით, პენსიონერი მადრიდში აპირებდა გამგზავრებას. მგზავრობის მიზეზად კი, „ოჯახთან გაერთიანებას“ ასახელებდა.

როგორც „ელ უნივერსო“ იუწყება, პენსიონერს კოკაინი ინვალიდის ეტლით გადაჰქონდა.

„ნარკოტიკული ნივთიერება ეტლის ჩარჩოში აღმოვაჩინეთ“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ, წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საპენსიო ასაკის მოქალაქეები ნარკოტიკების ტრანსპორტირების გამო დააკავეს.

დატოვე კომენტარი