ერთნაირ სქესიანთა ქორიწინება ავსტრალიაში უკვე კანონიერია. გადაწყვეტილება პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მთავრობას აღნიშნული კანონპროექტი მას შემდეგ წარუდგინა, რაც ჩატარებულმა საყოველთაო გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. კვლევაში მონაწილეობა 12 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
ავსტრალია 26 – ე ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინება დააკანონა.