ავსტრალიის ღიას შემდეგ, WTA-ის ლიდერობის შანსი 11 ჩოგბურთელს აქვს 
ავსტრალიის ღიას შემდეგ, WTA-ის ლიდერობის შანსი 11 ჩოგბურთელს აქვს 

2019 წლის სეზონში „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის შედეგების მიხედვით, WTA-ის კლასიფიკაციის სათავეში ჩადგომის შანსი 11 ჩოგბურთელს აქვს.

რუმინელ სიმონა ჰალეპს ლიდერობა შეიძლება წაართვან: ანჟელიკ კერბერმა (გერმანია), კაროლინ ვოზნიაცკიმ (დანია), სლოან სტივენსმა (აშშ), ელინა სვიტოლინამ (უკრაინა), ნაომი ოსაკამ (იაპონია), პეტრა კვიტოვამ (ჩეხეთი), კაროლინა პლიშკოვამ (ჩეხეთი), კიკი ბერტენსმა (ჰოლანდია), დარია კასატკინამ (რუსეთი) და არინა საბალენკამ (ბელარუსი).

იმ შემთხვევაში, თუ სიმონა ჰალეპი პირველი წრის მატჩზე გავა სათამაშოდ, პირველი პოზიციისთვის ბრძოლას გამოეთიშებიან ვოზნიაცკი და კასატკინა. თუ რუმინელი საწყის შეხვედრას მოიგებს, რეიტინგში პირველობის შანსს დაკარგავს საბალენკა. დანარჩენ ჩოგბურთელებს მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებათ, რათა კლასიფიკაციაში ლიდერობისთვის ბრძოლა გააგრძელონ.