მელბურნში მიმდინარე 2019 წლის, დიდი სლემის პირველ ტურნირი ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქალებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი ამერიკელ სოფია კენინს დაუპირისპირდა.
ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, სიმონამ ანგარიშით – 6:3 6:7 6:4 გაიმარჯვა და ის 1/16 ფინალში, ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს, ვინუს ვილიამსს შეხვდება.