ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დირექტორმა 2021 წელს ტურნირის გაუქმება არ გამორიცხა
„დიდი სლემის“ ავსტრალიური ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტილიმ არ გამორიცხა, რომ 2021 წელს ქვეყნის ღია პირველობა ჩოგბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართოს.
„უარესი სცენარია – ავსტრალიის ღიას გაუქმება. საუკეთესო სცენარი – ტურნირის ჩატარება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით, კერძოდ, გულშემატკივრები დაშვებული მხოლოდ ავსტრალიიდან იქნებიან.
ჩვენ შევიმუშავეთ ოთხი სხვადასხვა სცენარი, რათა გაგვეთვალისწინებინა ყველა შესაძლო ვარიანტი. ეს სცენარები გაეგზავნა ყველა თანამშრომელს, პარტნიორს, სპონსორებსა და ავსტრალიის მთავრობას“, – განაცხადა ტილიმ.
ამ მომენტისთვის, ყველა რანგის საჩოგბურთო ტურნირი 13 ივლისამდე შეჩერებულია. ეს პაუზა, შესაძლოა, 3 აგვისტომდე გაგრძელდეს.