ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დირექტორმა 2021 წელს ტურნირის გაუქმება არ გამორიცხა

11:27, 08.05.2020

„დიდი სლემის“ ავსტრალიური ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტილიმ არ გამორიცხა, რომ 2021 წელს ქვეყნის ღია პირველობა ჩოგბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართოს.

„უარესი სცენარია – ავსტრალიის ღიას გაუქმება. საუკეთესო სცენარი – ტურნირის ჩატარება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით, კერძოდ, ​​გულშემატკივრები ​დაშვებული მხოლოდ ავსტრალიიდან იქნებიან.

ჩვენ შევიმუშავეთ ოთხი სხვადასხვა სცენარი, რათა გაგვეთვალისწინებინა ყველა შესაძლო ვარიანტი. ეს სცენარები გაეგზავნა ყველა თანამშრომელს, პარტნიორს, სპონსორებსა და ავსტრალიის მთავრობას“, – განაცხადა ტილიმ.

ამ მომენტისთვის, ყველა რანგის საჩოგბურთო ტურნირი 13 ივლისამდე შეჩერებულია. ეს პაუზა, შესაძლოა, 3 აგვისტომდე გაგრძელდეს.

მსგავსი