მსოფლიოს 253-ე ჩოგანმა ნაიკთა ბეინსმა ოფიციალურად მიმართა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციასა (WTA) და საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციას (ITF) იმის შესახებ, რომ ამიერიდან არა ავსტრალიის, არამედ დიდი ბრიტანეთის სახელით ასპარეზობა სურს.
21 წლის ბეინსი ინგლისის ქალაქ ლიდსში დაიბადა, თუმცა რვა წლის ასაკში, ოჯახთან ერთად, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.
კარიერაში მას საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის ეგიდით გამართული 14 ტურნირი აქვს მოგებული, საიდანაც 12 წყვილებზე მოდის.