დასავლეთ ავსტრალიის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მნათობი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მთლიანად ჩაბნელდა.
იშვიათი, ჰიბრიდული ტიპის დაბნელება სრულად მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ ავსტრალიის რამდენიმე ქალაქიდან ჩანდა.
მზის სრული დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე მზის წინ გაივლის, მათი განლაგება და მასშტაბი კი ისეთია, რომ მთვარის დისკო მზეს სრულად ფარავს. ამ დროს, ძალიან მცირე ხნით, მთვარის დისკოს გარშემო ჩანს მხოლოდ ჩვენი დედავარსკვლავის გვირგვინის ნაკვთები.
მეორე მხრივ, რგოლოვანი დაბნელებისას, მთვარის ზომა ცაში მზესთან მიმართებაში ცოტა უფრო პატარაა და ჩაბნელებული მზის გარშემო მანათობელი წრე ჩანს.
ამ შემთხვევაში, ეს მოვლენა გახლდათ იშვიათი, ჰიბრიდული სრული რგოლოვანი დაბნელება. დაიწყო რგოლოვანი დაბნელებით, შემდეგ სრულ დაბნელებაში გადავიდა და ბოლოს ისევ რგოლოვანით დასრულდა.