მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. რადიკალების სამიზნე ამჯერად ქალაქ ჯალალაბადის ცენტრალურ ნაწილი გახდა. Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას 19 ადამიანი შეეწირა, 20 კი დაშავდა. ტერაქტი პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ საავადმყოფოს გახსნის ცერემონიიდან რამდენიმე საათში მოხდა. მუჰაბერათის მოედანზე აფეთქების ტალღამ დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები და შენობები.
სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ტერორისტების სამიზნე ავტომობილი იყო, რომელშიც სიქიზმის მიმდევრების ჯგუფი იმყოფებოდა. ქვეყნის უმცირესობის, ინდური მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შესახვედრად მიემართებოდნენ. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულებიდან 10 სწორედ სიქები არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ბოლო პერიოდში ჯალალაბადში თავდასხმებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს.