ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა

20:07, 23.11.2018

ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი ცენტრალური აზიის ქვეყნის უსაფრთხოების ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ხოსტის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამხედრო ბაზაზე, მეჩეთში აიფეთქა თავი.

როგორც ცნობილია, ყველა დაღუპული ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბოლო ერთ თვეში მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებზე რამდენიმე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.

მსგავსი