ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე ხუთი პირი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
მაიდან-ვარდაკის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან ახლოს აიფეთქა.
Reuters-ის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი სამართალდამცველია.
ამასთან, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ შენობაში ჯერ კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.