ავღანეთში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, აფეთქების დროს ქვეყნის პირველი პირი, აშრაფ ღანი არ დაშავებულა. ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
როგორც ავღანური მედია ადგილობრივი პოლიციის სამედიცინო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა.
აფეთქება ფარვანის პროვინციაში პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის დროს მოხდა. აშრაფ ღანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლები ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა და სიტყვით გამოსვლა უნდა დაეწყო, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა.
გავრცელებული ცნობით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტომობილში იყო დამონტაჟებული.