ავარიისას 14 სპორტსმენის დაღუპვის გამო, ირაკლი კობახიძე კანადელ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანადაში მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანის დაღუპვის გამო, კანადელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში – კანადაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
კანადაში, ქალაქ ტისდეილთან, სასკაჩევანისპროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადმიანი დაიღუპა.
ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს.
ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.