ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ხორვატიას შორის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას დაესწრო

22:41, 15.11.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ხორვატიას შორის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტაცია ავრცელებს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.

მსგავსი