ავარიისას 14 სპორტსმენის დაღუპვის გამო, ირაკლი კობახიძე კანადელ ხალხს უსამძიმრებს

16:04, 07.04.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანადაში მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანის დაღუპვის გამო, კანადელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში – კანადაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.

საქართველოს პარლამენტის სახელით,  სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

კანადაში, ქალაქ ტისდეილთანსასკაჩევანისპროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადმიანი დაიღუპა.

ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს.

ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მსგავსი