კანადაში ავარიის დროს ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის 14 წევრი დაიღუპა

15:56, 07.04.2018

კანადაში, ქალაქ ტისდეილთან, სასკაჩევანის პროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადმიანი დაიღუპა.

ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს.

ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

დაღუპულთა ოჯახებს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიუსამძიმრა.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია“ – წერს ჯასტინ ტრიუდო.

მსგავსი