კანადაში, ქალაქ ტისდეილთან, სასკაჩევანის პროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადმიანი დაიღუპა.
ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს.
ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
დაღუპულთა ოჯახებს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიუსამძიმრა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია“ – წერს ჯასტინ ტრიუდო.