ავსტრალიის ღიაზე მეორე ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ქალთა წყვილების ტურნირზე გამოსვლა დაიწყო და პირველი წრე გაიარა.
ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთან წყვილში კალაშნიკოვამ ჩინური დუეტი დაამარცხა კიან ვანგისა და იაფან ვანგის შემადგენლობით – 6:4, 6:2.
მეორე წრეში კალაშნიკოვასა და ლეპჩენკოს პოტენციური მეტოქე იქნება პირველ ნომრად განთესილი წყვილი ლატიშა ჩანისა და ანდრეა ჰლავაჩკოვას შემადგენლობით.
მელბურნში წყვილებში ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს. მისი პარტნიორი ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერია. ეს დუეტი პირველი წრის მატჩს ინდოელების – ლეანდერ პაესისა და პურავ რაჯას წინააღმდეგ ხუთშაბათს გამართავს.