AusOpen 2018 – კალაშნიკოვამ ავსტრალია მოგებით დაიწყო

08:07, 17.01.2018

ავსტრალიის ღიაზე მეორე ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ქალთა წყვილების ტურნირზე გამოსვლა დაიწყო და პირველი წრე გაიარა.

ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოსთან წყვილში კალაშნიკოვამ ჩინური დუეტი დაამარცხა კიან ვანგისა და იაფან ვანგის შემადგენლობით – 6:4, 6:2.

მეორე წრეში კალაშნიკოვასა და ლეპჩენკოს პოტენციური მეტოქე იქნება პირველ ნომრად განთესილი წყვილი ლატიშა ჩანისა და ანდრეა ჰლავაჩკოვას შემადგენლობით.

მელბურნში წყვილებში ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს. მისი პარტნიორი ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერია. ეს დუეტი პირველი წრის მატჩს ინდოელების – ლეანდერ პაესისა და პურავ რაჯას წინააღმდეგ ხუთშაბათს გამართავს.

მსგავსი