ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოსა და ლიეტუვის მატჩში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოსა და ლიეტუვის მატჩში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დევისის თასის გათამაშებაში, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩში ანგარიში გათანაბრდა – საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ შეჯიბრის მეორე შეხვედრა მასპინძელ რიკარდას ბერანკისთან ორ სეტში, 2:6 2:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთეულთა თანრიგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, საბა ფურცელაძემ ლიეტუველი ვილიუს გაუბასი სამ სეტში 6:3, 1:6, 7:5 დაამარცხა.

4 თებერვალს ვილნიუსში ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში გაიმართება, ორი – ერთეულებში და გამარჯვებული გამოვლინდება.

2023 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა – ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადავა.

დევისის თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურაბ ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ასპარეზობს.