ლას ვეგასის ოქტაგონზე გუშინ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა გაიმართა. მძიმეწონით კატეგორიაში ბულგარელი ბლაგოი ივანოვი ბრაზილიელ აუგუსტო საკაის დაუპირისპირდა. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა. საბოლოოდ, საკაიმ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა ივანოვის მოგება ანგარიშით 30-27 დააფიქსირა.
„ივანოვი ძალიან კარგი მებრძოლია. ვიცოდი, რომ რთული დაპირისპირება იქნებოდა, თუმცა ასევე მჯეროდა ჩემი გამარჯვების“, – განაცხადა საკაიმ ბრძოლის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მას UFC-ის ოქტაგონზე 4-დან 4 ბრძოლა აქვს მოგებული.