ჯაირზინიო როზენსტრაიკმა აუგუსტო საკაი პირველივე რაუნდში დაამარცხა - აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდის შედეგები #1TVSPORT
ჯაირზინიო როზენსტრაიკმა აუგუსტო საკაი პირველივე რაუნდში დაამარცხა - აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდის შედეგები #1TVSPORT

ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC Vegas 28) შედგა, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა ჩაატარა რომან დოლიძემ, რომელმაც ლაურეანო სტაროპოლი დამაჯერებლად, მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა და კარიერაში რიგით მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

საღამოს მთავარი დაპირისპირება მძიმე წონით დივიზიონში შედგა. ჯაირზინიო როზენსტრაიკმა ფრენსის ნგანუსთან და სირილ განთან განცდილი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე მძიმეწონოსანთა რეიტინგის მეცხრე მებრძოლი, ბრაზილიელი აუგუსტო საკაი იყო. სურინამელმა პირველი რაუნდის უკანასკნელ წამებზე შეძლო მეტოქესთვის მძიმე დარტყმის მიყენება, მსაჯს ბრძოლის შეჩერება მოუხდა და ჯაირზინიომ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

UFC ვეგას 28 – ის სხვა ბრძოლების შედეგები

მარჩინ ტიბურა – ვოლ ჰარისი (ტიბურა ტექნიკური ნოკაუტით)

რომან დოლიძე – ლაურეანო სტაროპოლი (30-27, 30-27 და 30-27)

სანტიაგო პონზინიბიო – მიგელ ბაეზა (29-28, 29-28, 29-28)

გრეგორი როდრიგეზიდუშკო ტოდოროვიჩი (30-27, 30-27 და 29-28)

მონტანა დე ლა როსა – არიან ლიპსკი (როსა ტექნიკური ნოკაუტით)

ილირ ლატიფიტენერ ბოსერი (29-28, 27-29 და 29-28)

მუსლიმ სალიხოვი – ფრანცისკო ტრინალდო (30-27, 30-27 და 30-27)

კამუელა კირკიმაკვან ამირხანი (30-27, 29-28 და 29-28)

მენონ ფიოროტაბატა რიკი (ფიორო ტექნიკური ნოკაუტით)

შონ ვუდსონიიუსეფ ზალალი (28-29, 29-28 და 29-28)

კლაუდიო პუელესი – ჯორდან ლევიტი (29-28, 29-28 და 29-28)