ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება
ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება

ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ტაძარში ქვის გამაგრებისა და სპეციალური კირის ხსნარით ინექციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

სპეციალისტებს უძველეს ტაძარში მძიმე მდგომარეობა დახვდათ. ქვები წლების მანძილზე ნესტიანი და სველი იყო.

საქართველოს პირველი არზის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების სპეციალისტები და სტუდენტები ტაძრის შიდა ინტერიერის საკურთხეველთან მუშაობენ და ქვის გამაგრების წყალობით ძეგლზე შესრულებული უნიკალური მხატვრობის გადარჩენას შეძლებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 ათასი ლარი გამოყო. გარე ფასადზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სარკმელსა და საკურთხეველზე სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ კი ატენის სიონის გუმბათის სარესტავრაციო აღდგენით სამუშაოები დაიწყება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე გასტანს.