გორის მუნიციპალიტეტში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძარია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეცაღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები“,- აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
„ვიღაცამ იქეიფა და ფოერვერკები გაუშვა. ჩავარდა სადღაც, ბუჩქნარს მოეკიდა და იქიდან გადავიდა ცეცხლი“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა.