ჰილარი კლინტონი იელის უნივერსიტეტში რუსული ყურებიანი ქუდით, ე.წ. უშანკით მივიდა
ჰილარი კლინტონი იელის უნივერსიტეტში, გამოსაშვებ საღამოზე რუსული ქუდით, ე.წ. უშანკით მივიდა. მედიის ცნობით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა არ უღალატა იელის უნივერსიტეტის ტრადიციას , რომლის მიხედვითაც გამოსაშვებ საღამოზე აუცილებელია უცნაური თავსაბურავით მისვლა.
„მე ასევე მოვიტანე რუსული ქუდი“ – განაცხადა კლინტონმა და სტუდენტებს რუსული ე.წ. უშანკა აჩვენა, რომელზეც საბჭოთა ვარსკვლავი იყო დამაგრებული, თუმცა ყოფილ სახელმწიფო მდივანს რუსული ქუდი არ დაუხურავს.
„თუ დამარცხება არ შეგიძლია, მაშინ შეუერთდი მათ“ – იხუმრა ჰილარი კლინტონმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ამ ფორმით ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 2016 წლის არჩევნებში დამარცხებაზე და დონალდ ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირებზე მიანიშნა.
„მე ჯერ კიდევ ვფიქრობ ჩემს მარცხზე და დაშვებულ შეცდომებზე. იმის გააზრება, თუ რა მოხდა ამ უცნაური და ველური საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია მომავალში“, – განაცხადა კლინტონმა.