აშშ-ში სამხედროს „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების მცდელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აშშ-ში სამხედროს „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების მცდელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკელ სამხედროს ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარების მცდელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსჯავრდებული 24 წლის, კოულ ბრიჯესია.

დეპარტამენტის განცხადებით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის ათი წლის განმავლობაში ზედამხედველობის ქვეშ იქნება, ბრიჯესს ბრალი 2021 წელს წაუყენეს.

გამოძიების ცნობით, კოულ ბრიჯესი პირებს, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებად მიიჩნევდა, აძლევდა რჩევებს და მითითებებს, როგორ მოეკლათ ამერიკელი სამხედროები.

2023 წლის ივნისში ბრიჯესმა წაყენებული ბრალი აღიარა.

კოულ ბრიჯესი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს 2019 წელს შეუერთდა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჯარში მისვლამდე, ინტერნეტში იკვლევდა ჯიჰადისა და ძალადობრივი იდეოლოგიის შესახებ პროპაგანდას და სოციალურ მედიაში „ისლამური სახელმწიფოსადმი“ მხარდაჭერას გამოხატავდა.