ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა რვას აღწევდეს.
ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. თავდამსხმელი ჯერ კიდევ შემთხვევების ადგილზეა. ფიქსირდება ორმხრივი სროლა.
სამართალდამცველები ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში თავდასხმის დროს სინაგოგა ხალხით იყო სავსე.