ისრაელის პრემიერი პიტსბურგში სინაგოგაზე თავდასხმას გმობს
ისრაელის პრემიერი პიტსბურგში სინაგოგაზე თავდასხმას გმობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და ქალაქის ებრაულ სათვისტომოს თანადგომას უცხადებს. ნეთანიაჰუს განცხადება ისრაელის მთავრობის კანცელარიამ გაავრცელა.

„შეძრული ვარ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებული საშინელი თავდასხმით. ისრაელის მოსახლეობა გლოვობს გარდაცვლილთა ოჯახებთან ერთად. სოლიდარობას ვუცხადებთ პიტსბურგის ებრაულ სათვისტომოს და როგორც ამერიკელი ერი, აღშფოთებულები ვართ ანტისემიტიზმის ამ შემზარავი აქტით“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაჭრილი თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა.