პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შემდეგ, ტრამპი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს
პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შემდეგ, ტრამპი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს

პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარი სროლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროების შესახებ საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტმა პიტსბურგში მომხდარი სროლა შეაფასა, როგორც საშინელი, ანტისემიტური აქტი.

„როდესაც ადამიანები ამას აკეთებენ, ისინი სიკვდილით უნდა დასაჯონ. ყველამ, ვინც ამგვარ რამეს გააკეთებს ტაძარში ან ეკლესიაში მყოფი უდანაშაულო ადამიანების მიმართ, უნდა გადაიხადოს  უმაღლესი საფასური“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო, სინაგოგაში შეიარაღებული მცველები რომ ყოფილიყვნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პიტსბურგის სინაგოგაში სროლას იარაღის კონტროლის საკითხთან ნაკლებად აქვს კავშირი.

პიტსბურგის სინაგოგაში სროლას ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი ემსხვერპლა.